დავასრულეთ მომავალი მეწარმეების უნარების გაძლიერება აქტიური, სახალისო და შემეცნებითი აქტივობებით.
მონაწილეებმა ორდღიანი ბუთქემფის განმავლობაში გაიღრმავეს ცოდნა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ამბის თხრობისა და საჯარო გამოსვლის ტექნიკები, ეფექტური “ფიჩ დეკი” და ციფრული მარკეტინგის სტრატეგიები.
სასწავლო ვიზიტზე კი ვესტუმრეთ სოციალურ საწარმოებს “ხელოვნების ფაბრიკასა” და “მეგობარს”, სადაც მასპინძელმა მეწარმეებმა პროექტის მონაწილეებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და მისცეს რჩევები წარმატებული სამეწარმეო საქმიანობისთვის.
ჩვენ გვჯერა, რომ პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეები გააგრძელებენ ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღებას და გახდებიან მომავლის მეწარმეები.
პროექტი “მომავალი მეწარმეების უნარების გაძლიერება” განხორციელდა მშვიდობის კორპუსის ფინანსური მხარდაჭერით.
კომენტარები