background

მედიაცენტრი






მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მეთოდოლოგიის გაცნობა

ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ პროექტის ,,მეტი გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება ეფექტური თვითმმართველობისთვის’’ ფარგლებში თერჯოლის, ბაღდათის და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა.

 შეხვედრის მიზანი გახლდათ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მეთოდოლოგიის გაცნობა.

შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერიიდან ესწრებოდნენ ადმინისტრაციული სამსახურის; იურიდიული სამსახურის; შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის; ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის; საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის; საფინანო - საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის წარმომადგენლები; საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუცისმგებელი პირი და IT სპეციალისტი, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოდან საკრებულოს აპარატის უფროსი, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების, იურიდიული სამსახურის და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე დამსწრე აუდიტორიას მიეწოდა ინფორმაცია ინდექსის მიზნის, ბლოკებისა და ქვებლოკებში არსებული კრიტერიუმების შესახებ.

პროექტის მიზანს წარმოადგენს უზრუნველყოს იმერეთის მხარის თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში ეფექტური თვითმმართველობის განხორციელება და ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

პროექტი ხორციელდება ა(ა)იპ ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის მიერ ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსთან პარტნიორობით, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-ის მიერ, გერმანიის ფედერალური მთავრობისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის“ ფარგლებში.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი