background

მედიაცენტრი






მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრები მუნიციპალიტეტებში

ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia) იმერეთის თერთმეტ (11) მუნიციპალიტეტში (ბაღდათი, ზესტაფონი, სამტრედია, ვანი, ხონი, წყალტუბო, საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული, თერჯოლა, ტყიბული) ახორციელებს პროექტის ,,მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში’’, რომლის მიზანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა და ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა.

პროექტის ფარგლებში თერჯოლის, საჩხერის, სამტრედია, ვანის, ზესტაფონისა და ხონის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ასევე საინიციატივო ჯგუფის წევრები.

საპროექტო გუნდისა და საინიციატივო ჯგუფის მეშვეობით მოხდა კვლევის ჩატარების შედეგად კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში გამოკვეთილი პრობლემების წარდგენა მუნიციპალიტეტებისთვის. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს პრობლემათა მოგვარების ეფექტურ გზებზე.

პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ,,გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის’’ მხარდაჭერით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი