ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო ახორციელებს პროექტს „ინკლუზიური დიალოგი-ეფექტური სოციალური პოლიტიკისთვის“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში.
შეხვედრის მიზანი გახლდათ თვისობრივი კვლევის საფუძველზე ჩატარებული ფოკუს-ჯგუფის შედეგად მომზადებული ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თემის საჭიროებების შეფასების დოკუმენტის გაცნობა თანდართული რეკომენდაციებით. ასევე ორი სოციალური პროგრამის წარდგენა, რომელიც შემუშავდა მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით და მოსახლეობის საჭიროებებზე დაფუძნებით.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ: საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრები, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი, აქტიური მოქალაქეები, ფორმალური ლიდერები, საინიციატივო ჯგუფის წევრები და მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები.
პროექტის მიზანია უზრუნველყოს იმერეთის მხარის ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში სოციალური მომსახურების მიწოდების სისტემის გაუმჯობესება და ინკლუზიური თანამშრომლობითა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან დიალოგის გზით უკეთესი და საჭიროებაზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის შემუშავება.
პროექტის პარტნიორები არიან ა(ა)იპ ასოციაცია ქალები რეგიონების განვითარებისათვის და ა(ა)იპ პედაგოგთა კავშირის განათლება და სამყარო.
პროექტი დაფინანსებულია პროექტ "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდებაWorld Vision Georgia-ს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისა (საეა) და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
კომენტარები