15 მარტს, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ მონაწილეობა მიიღო მოხალისეობის ფორუმში.
ფორუმში მონაწილე პირები გაეცნენ ორგანიზაციის საქმიანობას და აქამდე დაგროვილ გამოცდილებას, მოხალისეობისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
ფორუმზე LDA Georgia-მ წარმოადგინა ბოლო წლების მანძილზე სხვადასხვა პროექტისა და კამპანიის ფარგლებში შექმნილი საინფორმაციო რესურსები, წიგნები, ბროშურები და ბრენდირებული მასალები.
ფორუმი გაიმართა სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგი“ მიერ, პროექტის „ახალგაზრდებში მოხალისეობის იდეის პოპულარიზების პროგრამა“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსის ფარგლებში.
კომენტარები