ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო აქტიურად განაგრძობს მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა უკუკავშირის ონლაინ პლატფორმის გზით.
სამტრედიის, ვანის, ხარაგაულის, ბაღდათის, ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ერთეულებში მოეწყო საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან. შეხვედრების მიზანი იყო მოქალაქეთა უკუკავშირის პლატფორმის იდეისა და მიზნის გაცნობა. შეხვედრებზე დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტი და მოხდა პრაქტიკულად წარდგენა როგორ ხდება პლატფორმის შევსება და მიღებული პასუხები როგორ გარდაიქმნება რაოდენობრივ მაჩვენებლად.
აღნიშნული პლატფორმა მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს შესაძლებლობას აძლევს შეაფასოს მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული სოციალური, ახალგაზრდული და ინფრასტრუქტურული პროგრამები. ასევე, პლატფორმა ადგილობრივ მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას მოახდინონ მათ მუნიციპალიტეტებში არსებული საჭიროებების იდენტიფიცირება და მიუთითონ თავიანთი მოსაზრება/რეკომენდაცია აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზებთან დაკავშირებით.
აღნიშნული შეხვედრების ორგანიზება შესაძლებელი გახდა ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.
კომენტარები