ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო ახორციელებს გრანტს "რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა", რომლის მიზანია რეგიონული და ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირება და საზოგადოების სხვადასხვა აქტორის ჩართულობის უზრუნველყოფა პოლიტიკის შემუშავების პროცესში.
გრანტის ფარგლებში გადამზადდა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და საჯარო მოხელეები. მდგრადი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების (LED) ინიციატივების და მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმების შესახებ.
აღნიშნული შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის 4-ვე მუნიციპალიტეტში.
გრანტი „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის, ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.
კომენტარები