background

მედიაცენტრი






მოქალაქეთა ტრენინგები რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარეში.

დავასრულეთ მოქალაქეთა ტრენინგები რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარეში!

ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო ახორციელებს გრანტს "რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა", რომლის მიზანია რეგიონული და ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირება და საზოგადოების სხვადასხვა აქტორის ჩართულობის უზრუნველყოფა პოლიტიკის შემუშავების პროცესში.

გრანტის ფარგლებში მდგრადი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების (LED) ინიციატივების და მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმების შესახებ სულ გადამზადდა ამბროლაურის, ონის, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 80 პირი, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და საჯარო მოხელეები. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

გრანტი „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის, ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი