ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia) პროექტის ,,მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში’’, ფარგლებში გიზიარებთ ანიმაციურ ვიდეო რგოლს.
ანიმაციური ვიდეო რგოლის შექმნის მიზანია, ერთის მხრივ, მოქალაქეთა და ადგილობრივ აქტორთა ცნობიერების ამაღლება მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ და მეორეს მხრივ, მუნიციპალიტეტების ანგარიშვალდებულების გაზრდა ადგილობრივ დონეზე.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება იმერეთის თერთმეტ (11) მუნიციპალიტეტში (ბაღდათი, ზესტაფონი, სამტრედია, ვანი, ხონი, წყალტუბო, საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული, თერჯოლა, ტყიბული), რომლის მიზანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა და ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა.
პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ,,გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის’’ მხარდაჭერით.
კომენტარები