გასული სამი თვის განმავლობაში ჩავატარეთ 6 ტრენინგი პოექტის “მომავალი მეწარმეების უნარების გაძლიერება” ფარგლებში. ტრენინგები შეეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ციფრული წიგნიერება, თანამედროვე ტექნოლოგიები, საგადასახადო ვალდებულებები, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობები და ბიზნეს მოდელები.
ტრენინგების განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ განევითარებინათ საკუთარი ბინზეს იდეები და გაცნობოდნენ წარმატებულ მეწარმეებს
ჩვენ ვაგრძელებთ მომავალი მეწარმეების უნარების გაძლიერებას, რისთვისაც ვგეგმავთ ფინალური ორდღიანი ბუთქემფის ჩატარებას, რომლის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ განივითარონ მარკეტინგის, საჯარო გამოსვლის, მოლაპარეკებებისა და ამბის თხრობის უნარები საკუთარი ბიზნეს იდეის განხორციელებისთვის.
პროექტი “მომავალი მეწარმეების უნარების გაძიერება” ხორციელდება მშვიდობის კორპუსის ფინანსური მხარდაჭერით.
კომენტარები