background

მედიაცენტრი






მეწარმეთა შესაძლებლობების განვითარების სემინარი

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, პროექტის, „ ერთობლივი ორგანიზაცია სოფლის ქსელების სამეწარმეო ახალგაზრდების განვითარებისთვის- JOURNEY”, ფარგლებში გამართა მეწარმეთა შესაძლებლობების განვითარების სემინარი, იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის.

მენტორებმა ტრენინგზე ახალგაზრდებს პროექტის ფარგლებში მიღებული პოლონური და იტალიური გამოცდილება გაუზიარეს. გარდა ამისა, საუბარი შეეხო მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობასა და მეწარმეებისათვის არსებულ სამართლებრივ გარემოს, ბიზნეს იდეის შემუშავებისა და განვითარების საკითხებს (სტარტაპის ჩამოყალიბება/განვითარება, ფიჩინგი), ასევე ბიზნეს მოდელის კანვას პრინციპებს.

ტრენინგის ბოლოს მონაწილე ახალგაზრდებმა მათ მიერ შემუშავებული ბიზნეს მოდელის პრეზენტაცია გააკეთეს.

მენტორებმა ტრენინგზე ახალგაზრდებს პროექტის ფარგლებში მიღებული პოლონური და იტალიური გამოცდილება გაუზიარეს. გარდა ამისა, საუბარი შეეხო მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობასა და მეწარმეებისათვის არსებულ სამართლებრივ გარემოს, ბიზნეს იდეის შემუშავებისა და განვითარების საკითხებს (სტარტაპის ჩამოყალიბება/განვითარება, ფიჩინგი), ასევე ბიზნეს მოდელის კანვას პრინციპებს.

პროექტის მიზანია: უკრაინის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ახალგაზრდა ლიდერების ხელშეწყობა, ახალგაზრდების და ახალგაზრდა მეწარმეების უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა; ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდა მეწარმეობის მიმართულებით და ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად ახალგაზრდა მეწარმეების ქსელების შექმნა სოფლად ; ევროკავშირის გამოცდილების შესწავლა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებისთვის გაზიარება.

პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი