ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ 2017 წლის 28 ივლისს, ქუთაისის დემოკრატიული ჩერთულობის ცენტრში პროექტის - „მეტი ქალის ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში“ პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ იმერეთის მხარეში მოქმედი პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო სუბიექტების, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც მომავალში თავადაც ჩაერთვებიან პროექტის განხორციელების ფარგლებში.
პროექტის მიზანია იმერეთის მხარეში პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამებში ქალი ამომრჩევლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ასახვის ხელშეწყობა დამათი ადვოკატირება.
პროექტი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ, პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტი“-ს EWMI Access ფარგლებში და განახორციელდება ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო იმერეთის მხარეში.
კომენტარები