background

მედიაცენტრი






"მეტი ქალის ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში" - რეგიონული კონფერენცია ქუთაისში

2018 წლის 15 ივნისს სასტუმრო „ბაგრატი 1003“ გაიმართა რეგიონული კონფერენცია - მეტი ქალის ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში.
კონფერენციის მიზანი იყო, იმერეთის მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება ქალთა საჭიროებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული პოლიტიკის პრინციპების შესახებ. 


კონფერენცია გაიხსნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის -თამარ ჩუგოშვილის, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის (ACCESS) ორგანიზაციული განვითარების მენეჯერის თამარ გურჩიანისა და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ნინო ხუხუას მისასალმებელი სიტყვებით. 
კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ 90-მდე სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი (იმერეთის მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები).


ღონისძიების ორგანიზატორი - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA)
ღონისძიების მხარდამჭერი - აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტი (ACCESS)


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი