ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გამართა მოქალაქეთა ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ, მუნიციპალიტეტის მერმა, მერიის სამსახურების უფროსებმა და მერის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში. საერთო ჯამში ფორუმს ესწრებოდა 100-მდე ადამიანი.
ფორუმის ჩატარების მიზანი გახლდათ მუნიციპალურ დონეზე ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა, რათა მოხდეს მომდევნო 2019 წლის ბიუჯეტის სწორად განსაზღვრა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება.
მოქალაქეთა ფორუმზე ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ წარდგენილი იქნა ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი და ასევე ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც აქცენტი გაკეთდე შემდეგ საკითხებზე: სოციალური ინფრასტრუქტურა; სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა და ხარისხი; ადგილობრივი დასაქმების შესაძლებლობა; პროფესიული განათლების პროგრამები; სოციალური სერვისები; გარემოს დაცვა; ჯანდაცვა, მიგრაცია და ა.შ.
მოქალაქეთა ფორუმის შემდეგ შემუშავდება პრობლემების/საჭიროებების ერთიანი დოკუმენტი და გადაეგზავნება მუნიციპალიტეტს.
აღნიშნული ფორუმი ჩატარდა პროექტ "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება World Vision საქართველოს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისა (საეა) და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
კომენტარები