background

მედიაცენტრი






კვლევის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პოლიტიკური და საარჩევნო შესაძლებლობების გაძლიერება“ პრეზენტაცია

2017 წლის 4 აპრილს დემოკრატიის სააგენტო საქართველომ წარმოადგინა კვლევის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პოლიტიკური და საარჩევნო შესაძლებლობების გაძლიერება“ პრეზენტაცია. 


კვლევის პირველი ნაწილი, როგორც საბაზისო დოკუმენტი, მოიცავს საერთაშორისო დაეროვნული კანონმდებლობის აღწერას, ერთგვარ ჩარჩოს, რომელიც განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პოლიტიკურ უფლებებს, ასევე მონაცემებს პრაქტიკაში არსებული სირთულეების დაბარიერების შესახებ, რაცხელს უშლის ამ უფლებების რეალიზაციას. კვლევა აღწერს არსებულ მდგომარეობას და აჩვენებს თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს სახელმწიფო, რამდენად ადაპტირებულია საარჩევნო უბნები, რამდენად სრულყოფილია მონაცემთა ბაზა და რა ღონისძიებებს ატარებენ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები შშმ პირთა პოლიტიკური უფლებების რეალიზაციის კუთხით. წარმოდგენილი კვლევა ასევე ეყრდნობა, პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამი ფოკუს ჯგუფის ანალიზს, რომლებიც ორგანიზებულ იქნა იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში: ქუთაისში, ბაღდათსა და ზესტაფონში და რომელშიც მონაწილეობა მიიღო 30 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა.


კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პოლიტიკური და საარჩევნო შესაძლებლობების გაძლიერება “ ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის ფარგლებში - „საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის“.

 

კვლევის გაცნობა შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე https://issuu.com/nino5/docs/


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი