ევროპის სოლიდარობის კორპუსის (ESC) მიერ დაფინანსებული 1 წლიანი პროექტი საფრანგეთში, ქ. ბორდო.
მიმღები ორგანიზაცია: Maison De L'Europe Bordeaux-Aquitane.
გამგზავნი ორგანიზაცია: LDA Georgia - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო.
პროექტის ხანგრძლივობა: 1 წელი (სექტემბერი 2020 - აგვისტო 2021)
მონაწილე ბორდოში ჩადის 2020 წლის სექტემბრის პირველ კვირაში.
მონაწილეებმა CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელ ფოსტაზე: ldageorgiakutaisi@gmail.co
გთხოვთ, subject ველში მიუთითოთ პროექტის სახელწოდება: Ambassadors of European and Olympic values
გამოგზავნის ბოლო ვადა: 2020 წლის 25 მაისი
შერჩევის კრიტერიუმი:
-მონაწილე არის 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდა;
-მონაწილის ინტერესი და მოტივაცია;
-მონაწილის პასუხისმგებლობის გრძნობა, როგორც მარტო, ისე გუნდური მუშაობისათვის მზაობა;
-ფლობს ფრანგულ ენას;
შერჩევის ეტაპები:
I ეტაპი - მიღებული დოკუმენტების გადარჩევა;
II ეტაპი - გასაუბრება ფრანგულ ენაზე;
დაფინანსება:
- პროექტი სრულად ფარავს მონაწილის მგზავრობის, ვიზის, საკვების და საცხოვრებელის ხარჯებს, აგრეთვე, მონაწილეს ექნება ყოველთვიური ე.წ "ჯიბის ფული", სხვადასხვა საჭიროებებისათვის.
მოხალისის საქმიანობის შესახებ იხილეთ სრული ინფორმაცია, ინგლისურ ენაზე: t.ly/arww
უფრო მეტი ინფორმაცია მიმღები ორგანიზაციის და პროექტის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ: https://goo.gl/woz7Lm
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ ელ ფოსტაზე: ldageorgiakutaisi@gmail.co
კომენტარები