ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა - ნინო ხუხუამ, 17 ივლისს მონაწილეობა მიიღო “ღია მმართველობის გლობალური ფორუმი 2018 - თბილისის” ფარგლებში გამართულ კონფერენციაში “ღია მმართველობა ადგილობრივ დონეზე - ქალაქები იწყებენ ქმედებას”.
ნინო ხუხუამ ისაუბრა, ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებზე, წარმატებულ მაგალითებსა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.
ღონისძიება, რომელიც OGP-ის, "ათეა"-სა და ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის ერთობლივი ინიციატივით გაიმართა, ქალაქ რუსთავში მოეწყო და მას უკრაინის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს, ასევე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წევრები და ევროპის საბჭოს ექსპერტები ესწრებოდნენ.
კომენტარები