background

მედიაცენტრი






კონფერენცია - მუნიციპალიტეტების როლი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელებაში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia) აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ხუხუამ ALDA-ს გენერალურ მდივანთან, ანტონელა ვალმორბიდასთან ერთად მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში - ,,მუნიციპალიტეტების როლი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელებაში“.

პირველი სესია, კარგ მმართველობაში მუნიციპალიტეტების როლზე მსჯელობასა და აღნიშნული მიმართულებით, ,,CORLEAP’’ წევრი ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას დაეთმო.

შეხვედრის მეორე ნაწილში კი, ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტების როლზე ტერიტორიულ განვითარებაში. კონფერენციაზე, ასევე წარმოდგენილი იყო რეგიონული განვითარების ინტეგრირებული პროგრამა.

აღნიშნული კონფერენცია საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (ათეა) და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი