background

მედიაცენტრი






იმერეთის მხარის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების განცხადება

ჩვენ, იმერეთის რეგიონში მომუშავე სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი რამდენიმე დეპუტატის მიერ ინიცირებულ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტებს, რომელიც თავისი შინაარსით რუსული კანონის ანალოგია.

მიგვაჩნია, რომ მოცემული კანონპროექტებიდან ერთ–ერთის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და კრიტიკული მედიის, არამედ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ჩვენ, ჩვენი ისტორიის მანძილზე ყველაზე ახლოს ვართ ევროპულ მომავალთან. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, უპირობოდ ვამბობთ უარს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე და თორმეტ პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე, რაც ეწინააღმდეგება ხალხის არჩევანს. 

იმერეთის რეგიონში მომუშავე სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლები ვთვლით, რომ ეს კანონპროექტი საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს შეეხება, მათ შორის: ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს და ქალებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, უმცირესობებს, დევნილებს, ეკომიგრანტებს, ახალგაზრდებს, მასწავლებლებს, მეცნიერებს, მეწარმეებს, ფერმერებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს და სხვა. ადგილობრივი დამოუკიდებელი მედიის გარეშე საფრთხე შეექმნება მათი პრობლემების გაშუქებას და ჩაიკარგება მაღალმთიან და სხვა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხმა. 

მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს შეფასებით, ე.წ. უცხოური აგენტების კანონი არღვევს ევროპის კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 63-ე მუხლს (კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა) და ძირითადი უფლებების შესახებ ევროპის კავშირის ქარტიის მე-12 მუხლს (გაერთიანებების თავისუფლება). ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად ევროკომისიის მიერ დაწყებულმა დარღვევის პროცედურამ აიძულა უნგრეთი გაეუქმებინა კანონი. 

ამ კანონპროექტის მიღებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია და სამწუხარო ფაქტია, როცა ჩვენ, რეგიონში მომუშავე სამოქალაქო სექტორს, გვიწევს ქვეყნის მთავარი კანონმდებლებისთვის კონსტიტუციის 78-ე მუხლის შეხსენება, რომელიც ქვეყნის „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“ შეეხება და მასში ვკითხულობთ, რომ ,,კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”.  

მოვუწოდებთ კანონმდებლებს, დადგნენ ხალხის ნების და სახელმწიფოებრივი ინტერესების სადარაჯოზე,  მხედველობაში მიიღონ ქვეყნის მიერ გაცხადებული ევროპული არჩევანი, შიდა პოლიტიკური ვითარება და გაიწვიონ კანონპროექტები საქართველოს პარლამენტიდან.

ხელმომწერი ორგანიზაციები (განცხადებაზე ხელმოწერის პროცესი გრძელდება):

  1. რეგიონული ინიციატივების ცენტრი "ნათელი მომავალი"
  2. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო
  3. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
  4. ქალთა ფონდი "სოხუმი"
  5. იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი "სპექტრი"
  6. სამართლიანი არჩევნების ქუთაისის რეგიონული ოფისი
  7. საქართველოს სკაუტური მოძრაობის იმერეთის ორგანიზაცია
  8. საინფორმაციო სააგენტო FirstNews.ge
  9. ა(ა)იპ ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის
  10. იმერეთის სკაუტები
  11. ა(ა)იპ ქუთაისის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
  12. საზოგადოებრივი მონიტორინგის და კვლევის ცენტრი PMRC
  13. ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის
  14. ტელე-რადიო კომპანია რიონი
  15. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის იმერეთის კომიტეტი
  16. სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარების ინსტიტუტი CSMDI
  17. დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა ტვ.
  18. ა(ა)იპ ,,სამოქალაქო ინიციატივის ცენტრი"
  19. ნაბიჯი ხარაგაული
  20. სოციალური კეთილდღეობის ლიგა
  21. პედაგოგთა კავშირი "განათლება და სამყარო"
  22. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი"
  23. რადიო "ძველი ქალაქი"
  24. საინფორმაციო სააგენტო "აქტორი"
  25. World Vision
  26. EECMD ქუთაისის დემოკრატიის სკოლა
  27. ა(ა)იპ ღია სახლი
  28. ინფორმაციული დეველოპერული ჰაბი
  29. სოლიდარობა-XXI
  30. ფონდი აფხაზინტერკონტი (AIC)
  31. ა(ა)იპ "უფლებებისა და განათლებისათვის"
  32. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ქუთაისის რეგიონული წარმომადგენლობა
  33. ა/ო "რუბიკონი"
  34. GCRT-Kutaisi
  35. INER Georgia
  36. LAG Consortium
  37. ასოციაცია “ქალები რეგიონების განვითარებისთვის”
  38. იმერეთი ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი”
  39. ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი
  40. ა(ა)იპ იმერეთის განვითარების ცენტრი
  41. რეგიონული პარტნიორობის ცენტრი (RPC)
  42. სამოქალაქო მოძრაობა "დატოვე პარლამენტი ქუთაისში"
  43. საინფორმაციო-სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი “თანადგომა”, ქუთაისის ფილიალი
  44. სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის ცენტრი
  45. ააიპ "საათი"
  46. საეას იმერეთის წარმომადგენლობა
  47. ონლაინ გამოცემა ,,ქუთაისიპოსტი’’
  48. ოკრიბანიუსი
  49. საქართველოს დემოკრატიის სახლი
  50. ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი
  51. ა(ა)იპ გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების- ‘’აი, ფაქტი ‘’ იმერეთის ბიური
  52. ასოციაცია ,,ჭიათურელთა კავშირი’’

კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი