background

მედიაცენტრი






იმერეთის მუნიციპალიტეტების ერთობლივი ინიციატივა – იმერი

არასამთავრობო ორგანიზაცა ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო 2007 წელს ქალაქ ქუთაისში დაფუძნდა. მას შემდეგ ორგანიზაციის ძალისხმევით ოცდაათამდე წარმატებული პროექტი განხორციელდა.


პროექტის პირველი პრეზენტაცია, რომლის სახელიც ,,იმერეთის მინიციპალიტეტების ერთობლივი ინიციატივა – იმერი“ გახლავთ , 2015 წლის 23 თებერვალს ადგლობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს ოფისში შედგა. ამავე წლის 27 მარტს პროექტი წარდგენილ იქნა გუბერნიის საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე. სულ პროექტის პრეზენტაციას 82 ადამიანი დაესწრო.
2015 წლის 16-17 აპრილს, ქალაქ წყალტუბოში, იმერეთის რეგიონში შემავალი გამგებლებისა და საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელთათვის 2 დღიანი ტრენინგი გაიმართა. ტრენერად მოწვეულ იქნა ნათია სირაბიძე. ტრენინგს  26 მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის იმერეთის რეგიონის 12 მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი.


მას შემდეგ რაც ერთობლივად მოხდა პროექტის წარდგენა, შეირჩა დასახლებები და აპრილის ბოლოდან ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ დაიწყო ტრენინგების ჩატარება; აპრილი-აგვისტოს ჩათვლით 10 დასახლებაში 2-დღიანი ტრენინგი იქნა ჩატარებული, რომლებსაც სულ 180-ზე მეტი აქტიური მოქალაქე დაესწრო, აქედან 102 ქალი 84 კაცი.
ჩატარებული ტრენინგების საფუძველზე მომზადებულ იქნა 9 სამოქმედო გეგმა პრობლემების გადაჭრის შესახებ. გამოკვეთილ პრობლემათა შორის დასახელდა: ენერგო-გამრიცხველიანება, შიდა გზის საფარის მოწესრიგება,  საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება და გატანა, საბავშვო ბაღის რემონტი, გაზიფიცირება, ნაპირსამაგრი სამუშაოები; საპროექტო ჯგუფის მიერ ცხუნკურის დასახლების თხოვნით მომზადდა განცხადება ენერგო-პროს სახელზე და შეკითხვა როდის განხორციელდება გამრიცხველიანება, ქუტირის დასახლების მოსახლეობამ საპროექტო ჯგუფის დახმარებით მოამზადა წერილი სოკარ ჯორჯიას სახელზე და ადგილობრივი თვითმმართველობის სახელზე – შეკითხვა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, იგივე შინაარსის წერილები მოამზადეს გოგნის დასახლების მაცხოვრებლებმაც. მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვების პროცესი, წერილების შეტანისთანავე საპროექტო ჯგუფს გადმოეგზავნება წერილის ასლები.


პროექტის ფარგლებში მომზადებულ იქნასატელევიზიო სიუჟეტები, რომლებიც გასულ იქნა სატელევიზიო გადაცემებშიც და აიტვირთა როგორც ორგანიზაციის facebook გვერდზე და ასევე youtube -ზე.
პროექტის ფარგლებში 2015 წლის აპრილის თვიდან, ტელერადიო კომპანია ,,რიონის“ ეთერში დაიწყო სატელევიზიო გადაცემათა ციკლი. სატელევიზიო გადაცემები გასულ იქნა ტელეკომპანია რიონის პირდაპირ ეთერში, პროექტის ფარგლებში დაგეგმილ გადაცემაში მონაწილეობა 17-მა საჯარო მოხელემ მიიღო.


პროექტის ფარლებში განხორციელებული ტრენინგის მსვლელობისას, მუნიციპალიტეტების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადენლებთან და გამგებელებთან განხორციელდა პროექტისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა: ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს გუბერნატორს და იმერეთის რეგიონში შემავალ 12 მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებულ იქნა სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს მხარეების მიერ გამოხატულ მზაობას თანამშრომლობაზე პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებთან დაკავშრებით.


2 დღიანი ტრენინგების ბოლოს მონაწილეებმა შეფასების კითხვარი შეავსეს. დამსწრეთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ტრენინგებზე მათთვის უინტერესო თემა არ ყოფილა, ხოლო საინტერესო თმებს შორის დასახელდა თვითმმართველობის არსი, ბიუჯეტი, თვითმართველობის საკუთარი უფლებამოსილებები, მოქალაქეთა უფლებები გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის შესახებ, ადვოკატირების ცნება, ინფორმაციის მოძიების გზები და ასევე ცალკეული ადგილობრივი პრობლემები. ტრენინგის მონაწილეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ კვლავ ისურვებდა მსგავსი სახის ტრენინგებში მონაწილეობის მიღებას.
პროექტი ,,იმერეთის მინიციპალიტეტების ერთობლივი ინიციატივა – იმერი“  ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ არის დაფინანსებული და მას მხარს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია უჭერს. პროექტის მიზანი, ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლებას შორის სისტემატური დიალოგის დანერგვის ხელის შეწყობა, დაგეგმილი და განხორციელებული ქტივობების შედეგად წარმატებით ხორციელდება.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი