ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, მისი ახალი პროექტის "იცოდე მეტი მდგრადი საარსებო წყაროებისა და მუნიციპალური სერვისების შესახებ" პრეზენტაცია მოაწყო.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქ.ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათი მხრიდან გამოთქმული იქნა პარტნიორობა და ჩართულობა პროექტის მიმდინარეობის პროცესში.
პროექტის მიზანია: იძულებით გადაადგილებულ პირთა ადგილობრივ თემებში ინტეგრაციის ხელშეწყობა, მდგრად საარსებო წყაროებზე ინფორმაციის მიწოდებისა და მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაზრდის გზით.
პროექტი დაფინასებულია დანიის ლტოლვილთა საბჭოს მხარდაჭერით (DRC) და დაფინანსებულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს მიერ
კომენტარები