background

მედიაცენტრი






გზად საბინაო სექტორის რეფორმებისკენ

2015 წლის 29 ივნისს, საქართველოს პარლამენტში გაიმართა კოალიციური პროექტის “გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში” გახსნითი კონფერენცია. პროექტში ჩართულია 12 პარტნიორი 6 ქვეყნიდან. საქართველოდან პროექტის პარტნიორები გახლავთ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი” და “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი”.

 

პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 3 წელს. კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ და მონაწილეობა მიიღეს ისეთმა პროფესიონალებმა, როგორებიც არიან თომას იანეცკი-გერმანიის ტრანსპორტის , მშენებლობისა და ურბანული განვითარების ყოფილი მინისტრი, ანდრეი რომაშენკო-ველორუსიის საბინაო ფონდის მშენებლობის და კომუნალური მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი, თომას რულანდი გერმანული იურიდიული ფირმის Dr. Kòhler und Partner წარმომადგენელი და სხვ.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი