მოხარულები ვართ, გაგაცნოთ მეწარმე ლენტეხის მუნიციპალიტეტიდან, გურანდა ლიპარტელიანი, რომელიც ჩვენი საგრანტო კონკურსის "ადგილობრივთა ინიციატივა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის ეკონომიკური განვითარებისათვის" გამარჯვებული გახდა.
გურანდა სოფელ ლასკადურაში ცხოვრობს და წლებია, როგორც თავად აღნიშნავს, ეკოლოგიურად სუფთა თაფლს აწარმოებს.
მეწარმეს გრანტის ფარგლებში 4 ჩარჩოიანი ელექტრო ციბრუტი გადაეცა, რითაც შეძლებს გაზარდოს წარმოება და მინიმუმამდე შეამციროს თაფლის დანაკარგი.
საგრანტო კონკურსი გამოცხადდა გრანტის "რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება LDA Georgia-ს მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის, ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.
კომენტარები