26 ოქტომბერს გვქონდა შესაძლებლობა შევხვედროდით სტუდენტებს და ახალგაზრდებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში და გაგვემართა საინფორმაციო შეხვედრა.
შეხვედრაზე სტუდენტებს და ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ ინფორმაცია:
-ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს საქმიანობისა და ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების შესახებ;
-ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული სტაჟირების პროგრამის შესახებ;
-ჰქონდათ შესაძლებლობა მოესმინათ გაცვლითი პროგრამის მონაწილეებისთვის.
-ჰქონდათ შესაძლებლობა ადგილზე შეევსოთ ორგანიზაციის ბაზაზე არსებული ახალგაზრდული კლუბის სააპლიკაციო და სტაჟირების პროგრამის განაცხადის ფორმები.
-შეხვედრაზე ასევე წარდგენილ იქნა ახალგაზრდული საჭიროების კვლევა და პროგრამა, რომელიც ემსახურება ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერებას.
კომენტარები