background

მედიაცენტრი






გაიარე სტაჟირება LDA Georgia-ში ან გახდი ახალგაზრდული კლუბის წევრი

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia) გთავაზობთ

გაიაროთ 6 თვიანი სტაჟირება, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მიიღებთ შესაბამის სერტიფიკატს;

ან გახდეთ LDA Georgia-ს ახალგაზრდული კლუბის წევრი.

თუ თქვენ ხართ:

-18-დან 30 წლამდე ახალგაზრდა;

-მიზანდასახული და ენერგიული;

-სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებული;

-სიახლეების და სირთულეების მიმართ ღია

და გაქვთ:

-კრეატიული აზროვნების უნარი;

 -გუნდური მუშაობის უნარი;

 -პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი;

 დროის მენეჯმენტი, დეტალებზე ორიენტირებულობა, დაგეგმვისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;

 ნახევარ განაკვეთზე მუშაობის დრო,

 ჩვენ გთავაზობთ ორგანიზაციის საქმიანობაში ჩართვას, რაც გულისხმობს: სხვადასხვა პროექტის განხორციელებას; პროექტების ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობას; საოფისე საქმიანობას; ვიზუალური მასალების შექმნას; საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარების გაუმჯობესებას; პროფესიულ განვითარებას.

გთხოვთ, სტაჟირებით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ მითითებული სააპლიკაციო ფორმა:https://tally.so/r/wkG7O6

ახალგაზრდული კლუბის წევრობის მსურველებმა შეავსეთ მხოლოდ შემდეგი სააპლიკაციო ფორმა: https://tally.so/r/3lOr6o

სააპლიკაციო ფორმების შევსების ბოლო ვადაა 2023 წლის 10 ნოემბერი.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი