background

მედიაცენტრი






"გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციის" საკომიტეტო სესიები პატლამენტში

14 სექტემბერს, "გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციის" საკომიტეტო სესიები საქართველოს პარლამენტში გაიმართა. პროცესის მიმდინარეობას, კონფერენციის ჟიური, მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდა.


15 სექტემბერს,პროექტის გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გამოვლინდებიან: საუკეთესო პოზიციის განაცხადი, საუკეთესო სპიკერი, საუკეთესო დელეგაცია.

შეგახსენებთ, რომ გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას იღებს 60 ახალგაზრდა,საიდანაც 30 ქუთაისის მუნიციპალიტეტიდან, ხოლო 30 ქ.ქუთაისთან დაძმობილებული 9 ქალაქიდან არის წარმოდგენილი.
გაეროს მოდელირების მიზანია ახალგაზრდებში დემოკრატიული ღირებულებების დანერგვა და გავრცელება, კომუნიკაციური და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის დაძმობილებულ ქალაქებთან თანამშრომლობის გაძლიერება.

გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია ხორციელდება ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ, ქალაქ ქუთაისის მერიასთან, გაეროს განვითარების ფონდთან და მშვიდობის კორპუსთან თანამშრომლობით. 


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი