გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია 2018 დაიწყო!
დღეს,13 სექტემბერს გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციის ქართველი და უცხოელი მონაწილეებისათვის ჩატარდა ტრენინგი,რომელიც მოიცავდა შემდეგ თემებს: რა არის გაეროს მოდელირებული კონფერენცია, გაეროს მოდელირების ძირითადი წესები, რა არის რეზოლუცია და პოზიციის განაცხადი.
შეგახსენებთ, რომ გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას იღებს 60 ახალგაზრდა, საიდანაც 30 ქუთაისის მუნიციპალიტეტიდან, ხოლო 30 ქ.ქუთაისთან დაძმობილებული 9 ქალაქიდან არის წარმოდგენილი.
გაეროს მოდელირების მიზანია ახალგაზრდებში დემოკრატიული ღირებულებების დანერგვა და გავრცელება, კომუნიკაციური და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის დაძმობილებულ ქალაქებთან თანამშრომლობის გაძლიერება.
გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია ხორციელდება ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ -LDA, ქალაქ ქუთაისის მერიასთან, გაეროს განვითარების ფონდთან და მშვიდობის კორპუსთან თანამშრომლობით.
კომენტარები