ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეებთან ერთად პროექტ “გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია - ქუთაისი 2018”-ის ფარგლებში,კონფერენციის მონაწილეებისათვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე -დებატების კულტურა.
“გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაში” მონაწილეობას ქ.ქუთაისში მცხოვრები და ქალაქ ქუთაისთან დაძმობილებული 15 ქალაქის წარმომადგენელი იღებს. საერთო ჯამში 60 ახალგაზრდა (18 დან - 25 წლამდე), საიდანაც 30 ქუთაისის მუნიციპალიტეტიდან, ხოლო 30 ქ.ქუთაისთან დაძმობილებული ქალაქებიდან არიან.
"გაეროს მოდელირების” მიზანია ახალგაზრდებში დემოკრატიული ღირებულებების დანერგვა და გავრცელება, კომუნიკაციური და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის დაძმობილებულ ქალაქებთან თანამშრომლობის გაძლიერება.
პროექტი „ქუთაისის გაეროს მოდელირება (MUN )-2018“ ხორციელდება „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს“ მიერ, ქალაქ ქუთაისის მერიასთან, „გაეროს განვითარების ფონდთან (UNDP)“ და „მშვიდობის კორპუსთან“ თანამშრომლობით.
კომენტარები