background

მედიაცენტრი






გაცვლითი პროგრამა ''YOU.TH''

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia) მიერ, პროექტის - YOU.TH ფარგლებში, იტალიაში გაგზავნილი ახალგაზრდები -  ხატია ხოხიაშვილი, მარიამ ამბროლაძე, თეონა არსენიძე და რუსკა შანიძე საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ.

,,ჩვენი იდეალური და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა იტალიაში  4 სექტემბერს დაიწყო. სიტყვა „იდეალური“ მცირედია იმ გამოცდილებისა და ემოციების აღსაწერად, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში იტალიის ულამაზეს და საოცრად მშვიდ სოფელში, მორფასოში ყოფნისას მივიღეთ და განვიცადეთ.

მილანში ჩაფრენილებმა საკათედრო ტაძრის სიდიადეს გვერდი ვერ ავუარეთ და დუმოს ტერასებიდან  შევიგრძენით, გოთიკური არქიტექტურის სილამაზე. მილანის ცეტრალური  სადგურის  მე7 ბაქანი სწრაფი ნაბიჯებით ავირბინეთ და ფიორენცულასკენ მიმავალი ტრენიტალიის მატარებლში ჩავსხედით. საათისა და ხუთი წუთის შემდეგ მატერებლის ტაბლო „fiorenzuola„ სადგურის მოახლოებას გვიჩვენებდა და ჩვენც  ფართოთ გახელილი თვალებით  მასპენიძელი ორგანიცაზიას Sciara Progetti ის გუნდის წევრებს მატარებლის დიდი პანორამული ფანჯრებიდან ვათვალიერებდით , ბაქანზე ჩასულებს ისეთი სტუმართმოყვარეობით სავსე  ღიმილი შემოგვაგებეს, რომ რთული მისახვედრი არ იყო პატარა ქალაქის პატარა სადგურზე, ინტერესიანი თვალებით მომავალ ოთხ ქართველ გოგონას გველოდნენ.

პროექტის პირველი დღე მონაწილეების სრულყოფილად გაცნობას დაეთმო , 8 ქვეყნიდან ( პორტუგალია, ესანეთი, იტალია,  ჩრილოეთ მაკედონია, უკრაინა, სომხეთი, საქართველო, იორდანია) შეკრებილმა 27 ახალგაზრდამ წარმოვადგინეთ ერთმანეთის შესხებ საინტერესო რეზიუმეები და სახელების უკეთ დასამახოვრებელად ოთხი განსხვავებული თამაში ვითამაშეთ.

პროექტის მომდევნო დღე დაეთმო ემპათიის უნარის განვითარეაბას.  ვითამაშეთ Mirror game, რომლის მიზანი იყო პარტნიორის უკეთ გაცნობა და მისი სხეულის მოძრაობების და პოზიციის გამეორება მსგავსად სარკისა. პროცესის დროს ხდები წინასწარ არჩეული ლიდერის მსგავსი და  სწავლობ როგორ მიყვე პარტნიორს ყოველგვარი  გონებრივი ჩართულობის გარეშე და ორივე შედიხართ დინების flow მდგომარეობაში.

თეატრი როგორც არაფორმალური განათლებითვის ერთ– ერთი საუკეთესო მეთოდი უკვე მესამე დღეს საკუთარ  თავზე გამოვცადეთ. Discrimination on stage იმპროვიზირებულ სცენაზე ვითამაშეთ და გავაანალიზეთ დისკრიმინაციის ოთხი განსხვავებული მაგრამ თითოეული ქვეყნისთვის მსგავსი შემთვევა და ვეცადეთ იქვე მოგვეძებნა გადაჭრის გზები. თამაშის დროს დაკვირვება ვაწარმოეთ ჩვენს ემოციებზე, ქცევებსა და დამოკიდებულებებზე, საკუთარ თავშივე აღმოვაჩინეთ სტერეოტიპები და შევუდექით მათ მსხვრევას, საკუთარი შესაძლებლობები გამოვცადეთ თეატრში და დავინახეთ, რომ ყველანი უნიკალურები ვართ, ამავე დროს კი ძალიან ვგავართ ერთმანეთს.

World Café- ყველაზე მოქნილი და ეფექტური მეთოდოლოგია აღმოჩნდა ასეთ მრავალეროვან და საინტერესო მონაწილეებთან დისკუსიის გასამართად. სადისკუსიო საკითხები  შემდეგი იყო; არის თუ არა თეატრი NFI-სთვის შესაფერისი?  რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ თეატრის როგორც სამუშაო ინსტრუმენტის გამოყენების დროს ინკლუზიურ განათლებაში.

YOU.TH პროექტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენ ევროპის დიდი ოჯახის ნაწილი ვართ. სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის 27 წარმომადგენელი უცებ გარდაიქმნა საერთო ევროპული ღირებულებების მქონე ერთ გუნდად, ოჯახად, რომელსაც თამამად შეუძლია თვალი გაუსწოროს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს და ყველა ცივილური გზა თუ მეთოდი გამოიყენოს პოზიტიური ცვლილებების მოსახდენად, საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

საქართველოში ერთ კვირიანი დატვირთული და ნაყოფიერი ტრენინგების შემდეგ დავბრუნდით, მაგრამ თან წამოვიღეთ ახალი ცოდნა, გამოცდილება, ღირებულებები, კომპეტენციები და საუკეთესო მოგონებები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას გვილამაზებს და გვეხმარება საკუთარი თავის რეალიზებასა და ახალგაზრდებისათვის საჭირო გამოცდილების გაზიარებაში''.

პროქტი ''YOU.TH'' მიზნად ისახავდა ახალგაზრდული მუშაკების აღჭურვას მეთოდოლოგიებითა და პრაქტიკით, რომლებიც ძირითადად გამოიყენება თეატრის სფეროში და შეიძლება გამოყენებულ იქნას არაფორმალურ განათლებაში ინკლუზიური აქტივობების განსახორციელებლად.  


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი