LDA Georgia-ს წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ევროპის სოლიდარობის კორპუსის (ECS) კოორდინატორების შეხვედრაში, რომელიც გაიმართა 24-26 ნოემბერს ბაკურიანში.
შეხვედრის მიზანი იყო გამოცდილების, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების გაზიარება ECS პროგრამის ფარგლებში, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში, განივითარონ უნარები, მიიღონ ცოდნა, ახალი გამოცდილება და აიმაღლონ პროფესიული კომპეტენციები.
ასევე, საუბარი შეეხო სანდო საერთაშორისო პარტნიორების მოძიების თემას და მათთან ურთიერთობის დამყარების საკითხებს.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეაჯამეს და ერთობლივად განიხილეს უახლოეს მომავალში განსახორციელებელი გეგმები, რომელიც მიზნად ისახავს მეტი ახალგაზრდის დაინტერესებას და ჩართვას ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროექტებში.
კომენტარები