ევროპის დღეები 2023“ ფარგლებში ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო ჩართული იყო საინფორმაციო შეხვედრაში, რომელიც ჩატარდა ქუთაისის უნივერსიტეტში.
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო წარმომადგენლი იყო სტენდით, რომელიც მოიცავდა საინფორმაციო ბუკლეტებს ორგანიზაციის განხორციელებული პროექტების შესახებ, ბრენდირებულ მასალებსა და მცირე სუვენირებს.
ღონისძიების ფარგლებში ორგანიზაციის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი საქმიანობისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ მიეწოდებინათ ინფორმაცია დაინტერესებული პირებისთვის.
დასასრულს, ჩატარდა ვიქტორინა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების თემაზე, გამარჯვებულებს კი გადაეცათ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს ბრენდირებული მაისურები.
საინფორმაციო შეხვედრა ორაგანიზებული იყო ნატოსა და ევროკავშრის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ, მსგავსი ღონისძიებები ყოველწლიურად იმართება და მიზანად ისახავს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ მოქალაქეების ინფორმირებასა და ჩართულობის გაზრდას.
კომენტარები