ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, გამართა ექვსდღიანი ტრენინგი, პროექტის, „ახალგაზრდების ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში“ ფარგლებში შემქნილ პირველ და მეორე საინიციატივო ჯგუფთან.
ტრენინგებზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები როგორებიცაა: ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები და მოქალაქეთა ჩართულობის ინსტრუმენტები, მონაწილეობითი ბიუჯეტირება, ადვოკატირება და ლობირება. მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაეკეთებინათ პრაქტიკული სავარჯიშოები და წარმოედგინათ პრეზენტაციები განხილულ თემებთან დაკავშირებით.
პროექტი "ახალგაზრდების ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში" ხორციელდება ქუთაისის მუნიციპალიტეტში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში.
კომენტარები