ვაგრძელებთ წარმატებული მეწარმეებისა და მათი საქმიანობის შესახებ თქვენს ინფორმირებას.
ამჯერად მეწარმე დათო ჩაკვეტაძეს გაგაცნობთ, რომელიც ასევე ჩვენი საგრანტო კონკურსის "ადგილობრივთა ინიციატივა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის ეკონომიკური განვითარებისათვის" გამარჯვებული გახდა.
დათო ჩაკვეტაძეს სოფელ ზუბში უნიკალური ჯიშის ვაზი აქვს გაშენებული და V&D USAKHELOURI ბრენდის ქვეშ ამზადებს ლეჩხუმში ერთ-ერთ საუკეთესო უსახელოურისა და ცოლიკაურის სახეობის ღვინოებს.
მეწარმეს გრანტის ფარგლებში ღვინის ჩამოსასხმელი აპარატი გადაეცა, რითაც ის ჰიგიენური წესების დაცვასა და ღვინის დანაკარგის მინიმუმამდე შემცირებას შეძლებს.
კომენტარები