დასასრულს უახლოვდება პროექტი "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა". მიმდინარე კვირა იქნება პროექტის შემაჯამებელი ეტაპი და გავიხსნებთ ყველა მნიშვნელოვან აქტივობას.
პროექტის ფარგლებში იმერეთის რეგიონულმა ჰაბმა ქუთაისში ორი მასშტაბური ფორუმი გამართა:
- 2018 წლის 22 ივნისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოხალისეობრივ ფორუმს უმასპინძლა.
- აღნიშნულმა ფორუმმა ერთმანეთთან დააკავშირა მოხალისეების მაძიებელი ორგანიზაცია და მოხალისეობის მსურველი პირები.
- ფორუმში მონაწილეობა 40 ორგანიზაციამ მიიღო, მათ შორის ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, თვითმართველობის, ბიზნესისა და მედია საშუალებების წარმომადგენლებმა.
- აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავდა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას,მოქალაქეების მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდას და სხვა აქტორებთან კავშირების განმტკიცებას.
2019 წლის 12 აპრილს გამართული სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმის, მთავარი მიზანი გახლდათ დონორთა და პოტენციური დამფინანსებლების მოზიდვა და იმერეთის მხარის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება.
სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი მოიცავდა შემდეგ სესიებს:
- პანელური დისკუსია თემაზე - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინაშე არსებული საჭიროებები და გამოწვევები;
- „Regional Cafe“მეთოდის გამოყენებით, ფორუმის მონაწილე დონორებსა და ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის გაცვლა, საერთო ინტერესის სფეროების გამოვლენა და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა;
- იმერეთის რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSOs;CBOs) საქმიანობის გამოფენა/წარდგენა, მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, მოხალისეობის სერვისის
მიმღებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, აგრეთვე დროის ბანკის პოპულარიზაცია.
- ფორუმში მონაწილეობა მიიღეს: იმერეთის მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
- ორივე ფორუმს სულ ესწრებოდა 411 ადამიანი.
სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი ორგანიზებული იყო ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ, პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).
კომენტარები