background

მედიაცენტრი






დანაშაულის პრევენცია მოზარდებში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia), ევროკავშირის დაფინანსებით, პროექტის "არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში’’, ფარგლებში, გთავაზობთ ანიმაციურ ფილმს.

ანიმაციური ფილმის მიზანია საზოგადოება კიდევ ერთხელ დააფიქროს, თუ რამენად მნიშვნელოვანია ოჯახის, სკოლის და საზოგადოების მხრიდან მოზარდზე ზრუნვა და მისი საჭიროებების ირგვლივ გაერთიანება. თუ ოჯახი, სკოლა და საზოგადოება მხარს უჭერს მოზარდს, ამჩნევს მის საჭიროებებს და ხელს უწყობს მათ დაკმაყოფილებას, იაზრებს მოზარდის წინაშე არსებულ გამოწვევებს, და ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს, შედეგად დანაშაულებრივი ქცევის ჩადენის რისკი მცირდება.

აღნიშნული პროექტი, განხორციელდა ევროკავშირის დაფინანსებით, პროექტის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა“ (JJR) მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia) მიერ, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) და საქართველოს წამების მსხვერპლთა და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) მხარდაჭერით.

მიმაგრებული ფაილი
კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი