background

მედიაცენტრი






”ჩაერთე ახლა! ინკლუზიური ახალგაზრდული მუშაობის განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ”

ჩაერთე ახლა! ინკლუზიური ახალგაზრდული მუშაობის განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

ახალგაზრდული ორგანიზაციების ევროპული კონსორციუმი ახორციელებს პროექტს - ”ჩაერთე ახლა! ინკლუზიური ახალგაზრდული მუშაობის განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ”.

ჩვენ ვთავაზობთ პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ახალგაზრდულ პროფესიონალთა ჯგუფს, რომლებიც მუშაობენ ახალგაზრდების ინკლუზიურობის/ჩართულობის სფეროში. გარდა ამისა, ჩვენი მიზანია ახალგაზრდები ჩავრთოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-4 სამუშაო ჯგუფის ადვოკატირების მიზნებში და ხელი შევუწყოთ მათ მეტ ჩართულობას როგორც ეროვნულ ისე ევროპულ დონეზე.

პროექტის მიზანია:
- გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება ახალგაზრდული სამუშაოს ინკლუზიურობის გაზრდის შესახებ, აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში დაუცველი ახალგაზრდებისთვის;
- აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ახალგაზრდა პროფესიონალების პრაქტიკული ინსტრუმენტებითა და მეთოდებით აღჭურვა, რასაც შემდგომში გამოიყენებენ თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში დაუცველი ჯგუფის ახალგაზრდებთან მუშაობისას;
- პარტნიორების ქსელის შექმნა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობაში, რომლებიც ერთობლივად შეიმუშავებენ ხარისხიან ახალგაზრდულ სამუშაო ზომებს/პირობებს, რათა ხელი შეუწყონ დაუცველი ახალგაზრდების ინკლუზიურობას;
- კარგი პრაქტიკის, სასწავლო საქმიანობის, ინსტრუმენტებისა და მეთოდოლოგიების რუქა, რომლებიც ხელს უწყობენ ახალგაზრდების ჩართვას და მათ გავრცელებას აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე -4 სამუშაო ჯგუფის წევრთა შორის;
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე -4 სამუშაო ჯგუფის ადვოკატირების მიზნებში ახალგაზრდების მარგინალიზაციის რისკის ქვეშ ჩართვის საკითხის გათვალისწინება;
- პროექტის ფარგლებში შემუშავებული შედეგების, რეკომენდაციების და პროექტის დოკუმენტის, რომელიც შედგენილია პროექტის ფარგლებში, გავრცელება ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებულ ეროვნულ მთავრობებს შორის;

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს : - http://apy.am/news/inclusionnow/

ან იხილეთ დოკუმენტი -  ფაილის გადმოწერა: inclusion-now-description.rar


პროექტი ხოირციელდება სომეხთა პროგრესული ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციის (სომხეთის) მიერ, ბელორუსის სტუდენტთა ასოციაციასთან (ბელორუსია), ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს, წინსვლის ფონდის (მოლდოვა), ახალგაზრდული ორგანიზაციის ”STAN” (უკრაინა), IZ - მრავალფეროვნების, დიალოგისა და განათლების განვითარების ასოციაციის (ავსტრია), AEGEE- ევროპა (ბელგია) და Fryshuset ფონდის (შვედეთი) თანამშრომლობით.
პროექტი სარგებლობს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ხელახალი გრანტის სქემით (FSTP) და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, როგორც რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის ნაწილი.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი