background

მედიაცენტრი






ახალი თაობის ხედვა

2015 წლის ივლისის თვიდან ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო ახორციელებს პროექტს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად „ ახალი თაობის ხედვა“- ევრო საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით.  პროექტის მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს ინკლუზიურ და დემოკრატიულ საარჩევნო პროცესს საქართველოში, ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდით საარჩევნო/პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ადგილობრივი დემოკრატიის საქართველო საქართველოს როლს პროექტში წარმოადგენს გააძლიეროს გენდერული კომპონენტი, ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობასა და ქალთა პოლიტიკურ ცხოვრებაში გააქტიურებას.

პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის მიერ შერჩეულ იქნა 10-10 ახალგაზრდა, აქტიური გოგონა ქალაქ ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. შერჩეულმა მონაწილეებმა წარმატებით გაიარეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის „საარჩევნო განვითრების სკოლა 2015“, იგეგმება ტრენინგის ჩატარება გენდერულ საკითხებსა და უმცირესობის უფლებებზე, საინიციატივო ჯგუფების ჩამოყალიბება ქუთაისის აკაკი წერეთლის, ზუგდიდის შოთა მესხიას და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტების ბაზაზე, გოგონები თავად დაგეგმავენ და ჩაატარებენ საჯარო დისკუსიებს არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
პროექტის შედეგად იგეგმება ახალგაზრდა გოგონების გააქტიურდება ადგილობრივ დონეზე, მათი ჩართვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებასა და საარჩევნო პროცესებში, საარჩევნო თემატიკის პოპულარიზაცია ახალგაზრდებს შორის. პროექტი დასრულდება 2015 წლის დეკემბრის თვეში.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი