background

მედიაცენტრი






ახალგაზრდულმა კლუბმა საქმიანობა ახალ წევრებთან ერთად განაახლა

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს, ახალგაზრდულმა კლუბმა საქმიანობა ახალ წევრებთან ერთად განაახლა!


საკოორდინაციო შეხვედრაზე, ახალგაზრდული პროექტების კოორდინატორმა მაკა ცერცვაძემ და მშვიდობის კორპუსის მოხალისემ ერინ მაქგროვინმა კლუბის საქმიანობაზე, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობების შესახებ ისაუბრეს.
მონაწილეებმა კი, თავიანთი მოტივაცია და მოლოდინები გაუზიარეს ერთმანეთს.


მიმდინარე წლის განმავლობაში კლუბის წევრები ჩაერთვებიან მოხალისეობრივ აქტივობებში, ტრენინგებსა და სხვადასხვა სოციალურ კამპანიაში.

შეგახსენებთ,რომ ახალგაზრდული კლუბი 2016 წელს შეიქმნა. კლუბის წევრებმა უკვე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი