ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს ახალგაზრდული კლუბის მმართველი გუნდი დაკომპლექტდა. 31 მარტს, კლუბმა დემოკრატიული არჩევნების გზით აირჩია კლუბის პრეზიდენტი, პროექტების კოორდინატორი, ფინანსური და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.უახლოეს მომავალში ახალგაზრდული კლუბი წარადგენს კლუბის წესდებასა და სამოქმედო გეგმას.
კომენტარები