background

მედიაცენტრი






ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა ქობულეთში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ 2018 წლის 6-12 მაისს, საქართველოში უმასპინდძლა, ახალგაზრდული გაცვლით პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ევრო კომისიის მიერ პროგრამის “Erasmus +” ფარგლებში.


ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა “Start Up Green/მწვანე სტარტაპი”  მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში იმ უნარების გაღრმავებას, რაც ხელს შეუწყობს მწვანე მეწარმეობის განვითარებას.

ევროპის ბევრ ქვეყანაში, განახლებადი ენერგიის და ე.წ. „მწვანე ენერგიის„ გამოყენება უკვე კარგად აპრობირებული მეთოდია,თუმცა საქართველო,უკრაინა და სომხეთი,ჯერ მხოლოდ იწყებენ ამ მეთოდის სარგებელის გაანალიზებას და შესაბამისად გამოყენებას.
სწორედ ამიტომ,აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის მნიშველოვანი იყო ევროპული სახელმწიფოების გამოცდილების გაზიარება იმის შესახებ,თუ როგორ შეგვიძლია ვისარგებლოთ ე.წ. „მწვანე ენერგიის“ გამოყენებით.


ამასთანავე,პროექტის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ეკოლოგიურად მეგობრული ბიზნესის წამოწყების შესაძლებლობების შესახებ.დანიის,გერმანიის და იტალიის წარმომადგენლებმა დანარჩენ მოხალსეებს განახლებადი ენერგოეფექტურობის სისტემის ჩამოყალიბებასთან და მისი განვითარების გზებთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

 

პროექტში  სხვადასხვა ქვეყნის(სომხეთი, დანია, საქართველო, იორდანია, იტალია, ესპანეთი, უკრაინა) 18-30 წლამდე ასაკის 43 წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.


პროექტის საერთო მიზნები იყო:
-მონაწილეთათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენა, გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ ცნობიერების ამაღლება;
-არაფორმალური განათლენის გზით,დადებითი და უარყოფითი მაგალითების გაანალიზების გზით საკუთარი გამოცდილებების გაზიარება;
-მონაწილეთა შორის განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის ბიზნესის უნარებისა და ცნობიერების დონის ამაღლება;
-პარტნიორული ქვეყნების მოქალაქეთა ახალი სოციალური და ეკოლოგიური ჩვევების ფორმირება ;
-ერასმუს + ის  შესახებ ინფორმაციის გავრცელება და სამომავლო თანამშრომლობის სტიმულირება;
-მრავალფეროვნებისა და დიალოგის ხელშეწყობა სხვადასხვა კულტურებს შორის.

პროექტი მოიცავდა ისეთ საკითხებს,როგორიცაა:
ყინულის დნობა და ჯგუფური მშენებლობა;პროგრამის პრეზენტაცია და მოლოდინის ანალიზი; Erasmus + და სამომავლო პერსპექტივები; გარე დასუფთავება; ევროკავშირის პოლიტიკა კლიმატის ცვლილების მიმართ; გარემოსდაცვითი სემინარები; გადამუშავება; შემოქმედებითობა მეწარმეობაში; სასწავლო ვიზიტები; ქვეყნების პრეზენტაციები გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით; ბიზნეს გეგმების შემუშავება ან მომავალი ერასმუსის პროექტები მწვანე სტარტაპებისთვის.


კოორდინატორი ორგანიზაცია - ევროპული გზები, EW (გერმანია)
მასპინძელი ორგანიზაცია - LDA საქართველო (საქართველო)


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი