background

მედიაცენტრი






ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა ციფრულ ფორმატში

მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ გასულ კვირას დასრულდა ოთხდღიანი #YouthExchange ციფრულ ფორმატში, რომელიც ჩატარდა პროექტის "ერთობლივი ორგანიზაცია სოფლის ქსელების სამეწარმეო ახალგაზრდების განვითარებისთვის - JOURNEY" ფარგლებში.

ონლაინ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 21 ახალგაზრდამ საქართველოდან, უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან. პირველ დღეს მონაწილეებმა იმოგზაურეს ვირტუალური ვიდეო ტურის მეშვეობით პოლონეთში- Stajnia Cheval Mariampol. ახალგაზრდა მეწარმეები ვიდეო ტურის მეშვეობით გაეცვნენ პოლონელი მეწარმეების სილვია და ჯულია მოსკაზების ოჯახის ბიზნესს (https://www.facebook.com/stajniamariampol/), დაუსვეს შეკითხვები და მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

ონლაინ შეხვედრის მეორე დღეს ვირტუალურად ვიმოგზაურეთ ეკო-ფერმაში - La Clairière du Lac (https://www.facebook.com/Clairieredulac/). ამჯერად გვიმასპინძლეს ფერმის ახალგაზრდა მფლობელებმა მელვინმა და პაულინამ. მონაწილეების მიერ დასმული შეკითხვები შეეხებოდა კლიენტებს, ბიზნეს-მოდელს, პრომო და სარეკლამო რგოლს, სამთავრობო და სხვა მხარდაჭერას, ხარისხის განსაზღვრას და საერთაშორისო გამოცდილებას.

მესამე და მეოთხე დღეს მოეწყო ვირტუალური ვიზიტი იტალიაში, ანდრეა ლუკარელის ზეითუნის ზეთის საწარმოში- Società Agricola Stoica (https://www.facebook.com/lacasadeicini/). ასევე, გავეცანით ფრანჩესკო პანელას მიერ წარმოებულ პროდუქციას - Società Agricola Le Radici (https://www.facebook.com/leradici.societa.agricola/).

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჯგუფურად, უცხოელ მონაწილეებთან ერთად, ემუშავათ ბიზნეს მოდელ CANVAS-ზე და მოეწყოთ პლენარული დისკუსია. ასევე დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები შემდეგ საკითხზე:

- როგორ წარმოვიდგინო საკუთარი თავი ჩემს მიერ წარმოდგენილ იდეებსა და ბიზნესში?

პროექტის მიზანია: უკრაინის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ახალგაზრდა ლიდერების ხელშეწყობა, ახალგაზრდების და ახალგაზრდა მეწარმეების უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა; ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდა მეწარმეობის მიმართულებით და ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად ახალგაზრდა მეწარმეების ქსელების შექმნა სოფლად; ევროკავშირის გამოცდილების შესწავლა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებისთვის გაზიარება.

პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი