15 ივნისს, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ხუხუა, გაეროს მდგრადი განვითარების პროგრამის წარმომადგენლებთან, ოთარ კონჯარია, თინათინ ტყეშელაშვილი და გვანცა ირემაშვილი, ერთად დაესწრო ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომას.
შეხვედრას უძღვებოდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზვიად მხეიძე.
ნინო ხუხუამ და გაეროს მდგრადი განვითარების პროგრამის წარმომდაგენლებმა სხდომაზე წარადგინეს, გრანტის „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, დაგეგმილი საგრანტო კონკურსი, მიმდინარე და უკვე, განხორციელებული აქტივობები; ასევე, დამსწრეებმა, სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, განიხილეს მუნიციპალიტეტის გეგმებში არსებული ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ინიციატივები.
გრანტი „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის, ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.
კომენტარები