background

მედიაცენტრი






ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა.

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო გრანტის, „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში დაესწრო ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომას.

საბჭოს წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტების (2020-2023) შესახებ. ასევე ორგანიზაციამ წევრებთან ერთად იმსჯელა ინტერმუნიციპალურ ინიციატივებზე.

ორგანიზაცია აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოებთან რეგიონში.

გრანტი „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის, ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი