ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო აგრძელებს რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარეში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის აგროტურების ორგანიზებას. ამჯერად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალაგაზრდებისათვის, მოეწყო აგროტური მოცვის პლატნაციებში და ღვინის მარანში.
ახალგაზრდები ესტუმრნენ ვარციხეში მდებარე მოცვისა და ქლიავის პლანტაციებს, ასევე, ბაღდათის რაიონ, სოფელ ობჩაში მცხოვრებ მეღვინე ბაია აბულაძის მეორნეობას.
აგროტურის ფარგლებში ახალგაზრდები გაეცვნენ ვენახის მოვლის მეთოდებს, ღვინის დამზადების წესებსა და ღვინის რეალიზაციის საშუალებებს.
აგროტური განხორციელდა გრანტის „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. აგროტურები იგეგმება, ასევე, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა წარმატებულ მეურნეობებში.
დიდი მადლობა, ჩვენს მასპინძლებს კოტე ჯავახიასა და ბაია აბულაძეს.
გრანტი „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის, ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.
კომენტარები