ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო აგრძელებს რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარეში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის აგროტურების ორგანიზებას. ამჯერად, ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალაგაზრდებისათვის, მოეწყო აგროტური ღვინის მარანში.
ახალგაზრდები ესტუმრნენ ბაღდათის რაიონ, სოფელ ფერსათში მცხოვრებ მეღვინე ვახტანგ ჯიხვაძის მარანს.
აგროტურის ფარგლებში ახალგაზრდები გაეცვნენ ვენახის მოვლის მეთოდებს, ღვინის დამზადების წესებსა და ღვინის რეალიზაციის საშუალებებს.
აგროტური განხორციელდა გრანტის „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. აგროტურები იგეგმება, ასევე, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა წარმატებულ მეურნეობებში.
დიდი მადლობა, ჩვენს მასპინძლებს, ვახტანგ ჯიხვაძესა და გოჩა ხორავას, რომლებმაც ახალგაზრდებს გააცვნეს ყურძნის სხვადასხვა ჯიშები და ღვინის დამზადების სტანდარტები.
გრანტი „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის, ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.
კომენტარები