background

მედიაცენტრი






აგრო ტური წყალტუბოსა და თერჯოლის მუნიციპალიტეტში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ გრანტის „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში დაასრულა აგრო ტურების ორგანიზება.

ამჯერად, ამბროლაურის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერები თერჯოლისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ და წარმატებული მეღვინეების საწარმო, მოცვის პლანტაციები და სასათბურე მეურნეობა მოინახულეს.

აგრო ტურის მონაწილეები ადგილზე გაეცნენ ღვინის წარმოების, კენკროვანი კულტურის მოყვანის წესებს და პრაქტიკული გამოცდილებაც გაიზიარეს.

ორგანიზაციამ სულ ჯამში 6 აგრო ტური მოაწყო, რომელშიც რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონიდან 100-მდე ფერმერმა მიიღო მონაწილეობა.

გრანტი "რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა" ხორციელდება LDA Georgia-ს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის, ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი