background

მედიაცენტრი






აგრო ტურები ახალგაზრდა მეწარმეებისათვის ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, პროექტის " JOURNEY - ერთობლივი ორგანიზაცია ახალგაზრდების სამეწარმეო სოფლის ქსელების გაერთიანებისთვის ’’ ფარგლებში, ახალგაზრდული სამეწარმეო კლუბის წევრებისათვის მოაწყო აგრო ტური ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტში წარმატებული მეწარმეების/ფერმერების მეურნეობაში.

აგრო ტურის ფარგლებში ახალგაზრდები ესტუმრნენ მინდია ქავთარაძის მეურნეობასა და ბაია აბულაძის მარანს, სადაც პრაქტიკული რჩევები მიიღეს მეწარმეებისაგან და გაეცნენ სასათბურე, ფერმერული მეურნეობის წამოწყებისა და გამართვის, ვაზის მოვლისა და ღვინის წარმოების ტექნოლოგიებს.

ორგანიზაცია დიდ მადლობას უხდის მინდია ქავთარაძეს, ბაია აბულაძესა და მის ოჯახს მასპინძლობისათვის!

ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, თავის პარტნიორებთან ერთად: ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. ვინიცის რეგიონალური განვითარების სააგენტო (უკრაინა), ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების ასოციაცია (საფრანგეთი), განჯა (აზერბაიჯანი), ,,ფორმა აზიონე’’ (იტალია), ლოძის მარშალის ოფისი (პოლონეთი), ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ “Erasmus+’’ პროექტს " JOURNEY - ერთობლივი ორგანიზაცია ახალგაზრდების სამეწარმეო სოფლის ქსელების გაერთიანებისთვის ’’.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი