2017 წლის 28 თებერვალს, სასტუმროში ”ქორთიარდ მარიოტი” გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის რიგით მე-8 საერთო კრება, სადაც ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ნინო ხუხუა არჩეული იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის IV სამუშაო ჯგუფის კოორდინატორად. სამუშაო ჯგუფის საქმიანობები მოიცავს ევროკავშირის საკითხებზე და შესაძლებლობებზე საზოგადოების ინფორმირებისა და ევროპული საინფორმაციო ქსელის გაფართოებით.ვიზის ფასილიტაციას, განათლებას, ახალგაზრდულ საკითხებს და კულტურას.
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო ასევე გახლავთ ეროვნული პლატფორმის რეგიონალური წარმომადგენელი იმერეთში.
კომენტარები