2024 წლის 6-7 ივნისს ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ხუხუამ, მონაწილეობა მიიღო პროგრამის „ევროკავშირი კეთილსინდისიერებისთვის“ (EU for Integrity) ფარგლებში, გამართულ ღია მმართველობის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სათემო შეხვედრაში სომხეთში.
ღონისძიება, რომელზეც მონაწილეობა მიიღო 80- ზე მეტმა წარმომადგენელმა სომხეთიდან, საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან, მიზნად ისახავდა დიალოგის ხელშეწყობას და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას კარგი მმართველობისა და საზოგადოების ჩართულობის შესახებ.
კომენტარები