background

მედიაცენტრი






ადგილობრივი დიალოგი

(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ (LDA Georgia) ორგანიზება გაუწია შეხვედრას სახელწოდებით - დიალოგი ადგილობრივი ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, თანამონაწილეობითი რეგიონული განვითარების საკითხებზე.

 

შეხვედრის თემა გახლდათ: “Covid-19_ით გამოწვეული ეპიდემიის გავლენა ადგილობრივ ეკონომიკაზე: გამოწვევები და მათი გადალახვის გზები“.

შეხვედრაზე დაინტერესებულმა ჯგუფებმა იმსჯელეს რეგიონის განვითარების გამოწვევებსა და პერსპექტივებზე, განიხილეს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს შორის (ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ბიზნესი, აკადემიური წრეები) თანამონაწილეობისა და თანამშრომლობის მექანიზმები.

შეხვედრის ფარგლებში, „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ (CTC) მიერ მოწვეულმა ექსპერტმა, კახაბერ დაუშვილი, მონაწილეებს გააცნო პრეზენტაცია, თემაზე: „ეპიდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემებისა და ნეგატიური შედეგების გადალახვის გზები“.

 

შეხვედრას დაესწრნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული პირველი მოადგილე, იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი მეწარმეები.

 

შეხვედრა გაიმართა პროექტის, „სამოქალაქო საზოაგადოების განვითარების ინიციატივა“, ფარგლებში. პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი